საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საერთაშორისო სკოლა კონფერენცია ფუნქციურ მასალებზე თანამედროვე ტექნოლოგიებში

    თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრის ორგანიზებით 2022 წლის 1-7 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სკოლა კონფერენცია ფუნქციურ მასალებზე თანამედროვე ტექნოლოგიებში.

     

    სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ არარელატივისტური კვანტური მექანიკა მინიმუმ 5 კრედიტის ოდენობით. 

     

    სკოლა-კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველებმა თსუ მე-2 კორპუსის 101 ოთახში  2022 წლის 21 ივლისის  16 საათამდე  უნდა წარმოადგინონ:

     

     

    სტუდენტების შერჩევა განხორციელდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩეული სტუდენტების გაივლიან გასაუბრებას კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან. 

     

    გასაუბრება ჩატარდება  2022 წლის 22 ივლისს.

    შერჩეული სტუდენტები განთავისუფლდებიან საკონფერენციო გადასახადისგან, დაუფინანსდებათ კვებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები.

     

    დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 595418167.

    თარიღი: 15/07/2022